ალექს ვოლკანოვსკიმ საჩემპიონო ბრძოლის დროს ხელი მოიტეხა (ვიდეო)
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ზემსუბუქი (featherweight) წონის ახალმა ჩემპიონმა ალექს ვოლკანოვსკიმ, როგორც ირკვევა მაქს ჰოლოვეისთან გამართულ სატიტულო ბრძოლის დროს ხელი მოიტეხა. ავსტრალიელი მებრძოლი ოპერაციას მარცხენა ხელზე ჩაუტარებენ.
ვოლკანოვსკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მებრძოლს დაზიანება მარცხენა ხელზე, თითის მიდამოებში აქვს.
ავსტრალიელი ჩემპიონი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დაუმარცხებელია. მისი სტატისტიკა შერეულ ორთაბრძოლებში საკმაოდ შთამბეჭდავია (21-1, 8-0 UFC)
.@alexvolkanovski reveals he broke his hand and is going into surgery tomorrow!
Wishing the champ a speedy recovery, big 2020 coming up! 🇦🇺 pic.twitter.com/8QA1XxmmYA
— Submission Radio (@SubmissionRadio) 19 December 2019