ალექს კასერესს მეტოქე კიდევ ერთხელ შეეცვალა
ალექს კასერესს მეტოქე კიდევ ერთხელ შეეცვალა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) გამოცდილ მებრძოლ ალექს კასერესს მიმდინარე კვირას მეტოქე უკვე მეორედ შეეცვალა. თავდაპირველად კასერესს გიგა ჭიკაძის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, თუმცა როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ქართველ მებრძოლს კორონავირუსი აქვს და ის ბრძოლას ჩაეხსნა. შემდეგ ორგანიზაციამ დააანონსა, რომ ჭიკაძეს დებიუტანტი კევინ კრუმი შეცვლიდა, თუმცა როგორც ირკვევა ღონისძიებაზე მონაწილეობას ვერც კრუმი მიიღებს.

მიუხედავად მცირე დროისა, UFC-იმ ალექს კასერესს მეტოქე მაინც გამოუძებნა. მისი მეტოქე დებიუტანტი ოსტინ სპრინგერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ალექს კასერესმა ბოლო ბრძოლა ჩეის ჰუპერის წინააღმდეგ ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.