ალექს კარუზომ ჩატენვების კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა
ალექს კარუზომ ჩატენვების კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა

პანდემიის მიუხედავად, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია „ოლ სტარს“ მაინც გამართავს. ღონისძიება 8 მარტს განსხვავებული ფორმატით გაიმართება. ყველა კონკურსი ერთ დღეს, ყველა ვარსკვლავის მატჩამდე ჩატარდება. უკვე ცნობილია ყველა კალათბურთელი ვინც ჩატენვების, სამქულიანებისა და ბარიერების დაძლევის კონკურსებში მიიღებს მონაწილეობას.

დღეს გულშემატკივარისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩატენვების კონკურსში არ იასპარეზებს ზაიონ უილიამსონი. როგორც ჩანს „ნიუ ორლეანის“ ახალგაზრდა ტალანტი არ იყო ერთადერთი ვინც ჩატევნების კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამერიკული მედია იუწყება, კონკურსში მონაწილეობა არ ისურვა არც ალექს კარუზომ.

ლიგის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მაგალითად ლებრონ ჯეიმსი და იანის ანტეტოკუნმპო არ არიან კმაყოფილები წლევანდელი „ოლ სტარით“.