ალექს ფერგიუსონი - ტიტულს შეიძლება 10-11 წელი ველოდოთ #1TVSPORT
ალექს ფერგიუსონი - ტიტულს შეიძლება 10-11 წელი ველოდოთ #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა შეაფასა კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა.

„ამორიმი კარგი ადამიანია. ეს ყველაფერი ძალიან რთულია.

მე ვიხსენებ იმ დროს, როცა „ლივერპული“ იმყოფებოდა დიდების პიკზე. ეს იყო ფანტასტიკური კლუბი, რომელმაც ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და სხვა ტიტულები, მაგრამ შემდეგ 30 წელი დასჭირდა ჩემპიონატის ისევ მოსაგებად.

დღეს ჩვენ იგივე სიტუაციაში ვიმყოფებით. ამან შეიძლება 10 წელი დაიკავოს, შეიძლება 11 წელი. ეს ციკლია.

ყველაფერი კარგად უნდა მოიფიქრონ და დარწმუნდნენ, რომ სატრანსფერო პოლიტიკა უკეთესი იქნება, ვიდრე ადრე იყო“, – განაცხადა ფერგიუსონმა Press Box PR-სთან კომენტარში.