ალექს ფერგიუსონი კომიდან გამოვიდა და ახლობლებს დაელაპარაკა
ალექს ფერგიუსონი კომიდან გამოვიდა და ახლობლებს დაელაპარაკა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს, რომელმაც ტვინში სისხლჩაქცევის გამო ოპერაცია გადაიტანა, გამოჯანმრთელების პირველი ნიშნები აღენიშნება.

ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილის“ (Daily Mail) ინფორმაციით, 76 წლის შოტლანდიელი ისევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება, მაგრამ ორშაბათს კომიდან გამოვიდა. მან წამოჯდომა შეძლო და ახლობლებსა და მეგობრებს დაელაპარაკა.

როგორც ფერგიუსონის ოჯახის წევრები ამბობენ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ორგანიზმის რეაქცია მკურნალობაზე ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ამასთან, ექიმები აღიარებენ, რომ პაციენტს ხანგრძლივი მკურნალობის პროცესი ელის.

ფერგიუსონმა თავი ცუდად ხუთშაბათს იგრძნო, პარასკევს კი საავამდყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს.