ალენ პროსტი - ლუის ჰემილტონის დამარცხება თითქმის შეუძლებელია
ალენ პროსტი - ლუის ჰემილტონის დამარცხება თითქმის შეუძლებელია

ფრანგული საჯინიბო „რენოს“ კონსულტანტმა, ალენ პროსტმა კომენტარი გაუკეთა „მერსედესის“ ლიდერ ლუის ჰემილტონის გამოსვლას და მისი კონკურენტების შანსს ბრიტანელ პილოტთან ბრძოლაში.

„ჰემილტონი სულ უფრო დამაჯერებელი ხდება. მას უკვე აქვს ექვსი ტიტული. მიმაჩნია, რომ რვაგზის ჩემპიონობა მისთვის პრობლემა არ იქნება. ლუისის დამარცხება, განსაკუთრებით იმ მანქანისა და გუნდის პირობებში, რომელიც მას ჰყავს, ძალიან რთულია. მეტიც – ნორმალურ პირობებში, ეს თითქმის შეუძლებელია. ვერ ვხედავ, წელს ან მომავალ სეზონზე რომელიღაც გუნდმა შეძლოს „მერსედესის“ დამარცხება. ამის შემდეგ კი, იქნებ „რენო“ გახდეს პირველი“, – განაცხადა პროსტმა.

სეზონის სამი რბოლის შემდეგ, ლუის ჰემილტონს 53 ქულა აქვს, ლიდერობს ჩემპიონატს და ხუთი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს.

დატოვე კომენტარი