ალენ აივერსონმა ყველა დროის საკუთარი სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ალენ აივერსონმა ყველა დროის საკუთარი სიმბოლური ნაკრები შეადგინა

„ფილადელფიის“ ლეგენდარულმა გამთამაშებელმა ალენ აივერსონმა ინტერვიუ მისცა Complex Sports-ს და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეული დაასახელა.

სიაში მოხვდნენ: მაიკლ ჯორდანი, სტეფ კარი, ლებრონ ჯეიმსი, შაკილ ო’ნილი და კობი ბრაიანტი.

აღსანიშნავია, რომ თავისი 17-წლიანი კარიერის განმავლობაში, აივერსონს თითოეული ამ კალათბურთელის წინააღმდეგ აქვს ნათამაშები.