ალეკო რეხვიაშვილი „დინამოში“ ფიფიამ ევროთასებზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ მიიწვია - აქცენტი აკადემიასა და ახალგაზრდებზე გაკეთდება #1TVSPORT
ალეკო რეხვიაშვილი „დინამოში“ ფიფიამ ევროთასებზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ მიიწვია - აქცენტი აკადემიასა და ახალგაზრდებზე გაკეთდება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ მთავარი თემა „დინამო თბილისში“ გამართული პრეზენტაცია იყო. გადაცემას ესტუმრნენ „დინამოს“ სპორტული მიმართულების ახალ ხელმძღვანელი ალეკო რეხვიაშვილი და გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, რომელსაც კონტრაქტი გაუხანგრძლივდა.

ალეკო რეხვიაშვილი, „დინამო თბილისის“ სპორტული მიმართულების ახალი ხელმძღვანელი:

„ჩემი „დინამოში“ მოსვლის იდეა საიდან დაიბადა? კომუნიკაცია სულ გვქონდა, მაგრამ დეტალური ლაპარაკი აგვისტოში დაიწყო. ევროთასებზე გუნდის წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ რომან ფიფიას ვესაუბრე, ძირითადი საკითხები გავიარეთ და მივიღე წინადადება, რომ „დინამოსთვის“ მეხელმძღვანელა – აკადემიით დაწყებული და მთავარი გუნდით დასრულებული, მათ შორის, სელექციაც იგულისხმება.

მთავარი აქცენტი „დინამოს“ აკადემიაზე უნდა გაკეთდეს, რომ შემადგენლობა ჩვენი აღრზდილებით დაკომპელქტდეს. მათ საშუალება უნდა მივცეთ, რომ თავის გამოვლენის საშუალება და სათამაშო პრაქტიკა მიიღონ. ახალაგზრდებისა და გამოცდილების მქონე მოთამაშე სინთეზია საჭირო, რადგან საბოლოოდ, მუშაობა შედეგით ფასდება. ახალგაზრდები გამოცდილებთან უნდა გაიზარდონ როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. გაგვიმართლა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, რომელთანაც მიმუშავია. ახალგაზრდებთან მუშაობა ის დიდი პლუსია, რაც მას გააჩნია“.