ალეკო ელისაშვილი - მივმართავთ პარტიებს, საჯაროდ, ინდივიდუალურად დააფიქსირეთ, მზად ხართ თუ არა, ხელი მოაწეროთ დანიელსონის დოკუმენტს
ალეკო ელისაშვილი - მივმართავთ პარტიებს, საჯაროდ, ინდივიდუალურად დააფიქსირეთ, მზად ხართ თუ არა, ხელი მოაწეროთ დანიელსონის დოკუმენტს

მივმართავთ დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდარ ყველა პარტიას, საჯაროდ, ინდივიდუალურად დააფიქსირეთ, მზად ხართ თუ არა, ხელი მოაწეროთ ბოლო შეხვედრაზე დადებულ დოკუმენტს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი წერს.

ელისაშვილი აფასებს რამდენიმე ევროპარლამენტარის სახელით გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ისინი საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო, იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.

„სირცხვილია, ასეთ რამეს რომ გვეუბნებიან ევროპარლამენტარები. გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად, ზიანდება საქართველო. არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯი ზიანდება, არამედ აგერ უკვე შეიძლება ამ სიღარიბის დროს ევროკავშირმა 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეაჩეროს. ამიტომ მივმართავთ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდარ ყველა პარტიას: მმართველსაც და ოპოზიციურსაც – კიდევ უფრო ღრმა კრიზისში რომ არ შევიდეს საქართველო, ამიტომ ღიად და საჯაროდ დააფიქსირეთ პოზიცია, ინდივიდუალურად დააფიქსირეთ – მზად ხართ თუ არა ხელი მოაწეროთ დანიელსონის მიერ ბოლო შეხვედრაზე დადებულ დოკუმენტს? საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თითოეული პოლიტიკური პარტიის რეალური პოზიცია“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.