ალეხანდრო გარნაჩო მომდევნო სეზონში „ასტონ ვილაში“ ითამაშებს #1TVSPORT

20:40, 22.07.2026

„ასტონ ვილამ“ ლონდონის „ჩელსისთან“ ალეხანდრო გარნაჩოს საიჯარო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი წერს, სეზონის დასრულების შემდეგ „ასტონ ვილას“ არგენტინელი ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.

ასევე, მთელი სეზონის მანძილზე გარნაჩოს ხელფასს ბირმინგემული კლუბი გადაიხდის, ხოლო მის შეძენას 2028 წლის ივნისში მოახერხებს.

22 წლის გარნაჩო „ჩელსიში“ გასული სეზონიდან ირიცხებოდა. გუნდის მაისურით ჩატარებულ 43 მატჩში მან 8 გოლი გაიტანა.

მსგავსი