ალეხანდრო გარნაჩო კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლის შემდეგ კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდება #1TVSPORT
ალეხანდრო გარნაჩო კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლის შემდეგ კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდება #1TVSPORT

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ იუნაიტედის“ არგენტინელ თავდამსხმელს, ალეხანდრო გარნაჩოს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სკაი სპორტის“ იტალიური ბიურო ავრცელებს.

უკანასკნელი ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს, მის სანაცვლოდ ფრანგული ფეხბურთის გრანდი „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის.

რაც შეეხება გარნაჩოს, 20 წლის არგენტინელსაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაახლოებით, 70 მილიონ ევროდ აფასებს. „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იმედოვნებს, რომ ტრანსფერი შედგება, რადგან კლუბს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ურთიერთობის გამოცდილება უკვე აქვს. გასულ ზაფხულს „ნაპოლიმ“ ინგლისური გრანდიდან სკოტ მატკომინეი გადაიბირა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში გარნაჩომ 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.