ალეხანდრო გარნაჩო კარიერას ლონდონის „ჩელსის“ რიგებში გააგრძელებს #1TVSPORT
ალეხანდრო გარნაჩო კარიერას ლონდონის „ჩელსის“ რიგებში გააგრძელებს #1TVSPORT

არგენტინელი თავდამსხმელი ალეხანდრო გარნაჩო „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს და კარიერას ლონდონის „ჩელსის“ რიგებში გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, „ჩელსი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო გარნაჩოსთან შვიდწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

21 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდულ გუნდს 2021 წელს შეუერთდა და პირველ გუნდში დებიუტი მალევე ჰქონდა.

მანჩესტერული გრანდის მაისურით ჩატარებულ 144 მატჩში მან 44 გოლი გაიტანა.