ალეხანდრო გარნაჩო „ჩელსის“ ელოდება - ლონდონელები სატრანსფერო წინადადებაზე მუშაობენ #1TVSPORT
ალეხანდრო გარნაჩო „ჩელსის“ ელოდება - ლონდონელები სატრანსფერო წინადადებაზე მუშაობენ #1TVSPORT

ალეხანდრო გარნაჩო „ჩელსიში“ შესაძლო ტრანსფერს კვლავ პოზიტიურად უყურებს. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, არგენტინელი გარემაბრისთვის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პრიორიტეტად სწორედ ლონდონური კლუბი რჩება.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა მოთამაშეს „ჩელსიში“ გადასვლა იანვარშიც სურდა, თუმცა მაშინ ლონდონელებმა ტრანსფერისადმი ინტერესი არ გამოხატეს.

მიუხედავად სხვა ქვეყნების კლუბების დაინტერესებისა, არგენტინელი არ ჩქარობს და იმედოვნებს, რომ „ჩელსი“ მასთან დაკავშირებით ოფიციალურ წინადადებას „მანჩესტერ იუნატედისთვის“ მალე მოამზადებს.

21 წლის გარნაჩომ მანჩესტერული გრანდის რიგებში 144 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.