ალეხანდრო ბალდე იანვარში „ბარსელონადან“ წასვლას განიხილავს #1TVSPORT

18:40, 15.10.2026

„ბარსელონას“ მცველმა, ალეხანდრო ბალდემ, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბი დატოვოს, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა SPORT-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი ჰანსი ფლიკის გუნდში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და იანვარში სხვა კლუბში გადასვლაზე ფიქრობს.

ბალდემ „ბარსელონას“ ბოლო ათ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა. ესპანელმა მცველმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მიმდინარე სეზონში გერმანელი სპეციალისტისგან თავის გამოჩენის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ ეძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ბალდემ კატალონიურ კლუბში დარჩენა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, არსებული ვითარების გამო, შესაძლოა, პოზიცია შეიცვალოს.

მსგავსი