ალეკ ბოლდუინი - სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოვცე შოკი და მწუხარება ტრაგიკული შემთხვევის გამო
ალეკ ბოლდუინი - სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოვცე შოკი და მწუხარება ტრაგიკული შემთხვევის გამო

მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ფილმ „რასთის“ გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ საჯარო კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამერიკელი მსახიობის თქმით, სიტყვები არ ჰყოფნის ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარების გადმოსაცემად, რომელსაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოვცე შოკი და მწუხარება ტრაგიკული შემთხვევის გამო“, – წერს მსახიობი „ტვიტერში“.

ალეკ ბოლდუინის განცხადებით, სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია.

შემთხვევა ნიუ მექსიკოს შტატში, ფილმ „რასთის“ გადასაღებ მოედანზე მოხდა. გადაღებისას ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა, თუმცა იარაღში ნამდვილი ტყვიები აღმოჩნდა. გასროლის შედეგად დაიღუპა ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი. დაჭრილია ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზაც.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თავად ბოლდუინმა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა.

დატოვე კომენტარი