ალეგრის სეზონის ბოლომდე პაუზის აღება სურს
ალეგრის სეზონის ბოლომდე პაუზის აღება სურს

„იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რამდენიმე კლუბისგან შემოთავაზება მიიღო. მიუხედავად ამისა, 52 წლის სპეციალისტი არ ჩქარობს მოლაპარაკებების წარმოებას და გადაწყვეტილი აქვს წლევანდელი სეზონის დამთავრებამდე პაუზა აიღოს.

ცოტა ხნით ადრე, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიელი სპეციალისტით „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესდა.

შეგახსენებთ, რომ ალეგრიმ შარშანდელი სეზონის მიწურულს ტურინული კლუბი დატოვა. მან გუნდთან ერთად ზედიზედ ხუთი სკუდეტოს მოპოვება შეძლო.