ალეგრიმ შესაძლოა ინტერი ჩაიბაროს
ალეგრიმ შესაძლოა ინტერი ჩაიბაროს

ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა ამ სეზონის შემდეგ დატოვოს კლუბი. როგორც გაზეთი სანი (The Sun) ამტკიცებს, 51 წლის იტალიელ სპეციალისტყველაზე სავარაუდო მომდევნო გაჩერება მილანის ინტერია.

ალეგრი მზად არის, წავიდეს იუვენტუსიდან – ის ზეწოლას გრძნობს ტურინული კლუბის ხელმძღვანელობისგან, რაც უკავშირდება ჩემპიონთა ლიგის მოგების მოთხოვნას. იტალიელზე კიდევ ერთი პრეტენდენტია – მადრიდის რეალი.

ალეგრი იუვენტუსს 2014 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით ტურინული კლუბი ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. იუვე ახლოს არის ზედიზედ მეხუთე “სკუდეტოსთან” – მისი უპირატესობა უახლოეს მდევართან 16 ქულას აღწევს.