ალეგრიმ, შესაძლოა, „ჩელსიში“ ლემპარდი შეცვალოს
ალეგრიმ, შესაძლოა, „ჩელსიში“ ლემპარდი შეცვალოს

„იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, შესაძლოა, ლონდონის „ჩელსი“ ჩაიბაროს.

რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია ფრენკ ლემპარდის მუშაობით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბსა და სპეციალისტს შორის ემოციური კავშირი არსებობს.

აღნიშნავენ, რომ ლონდონელები აქტიურები იყვნენ ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ ეს ჯერ ასახულა თამაშის ხარისხზე და შედეგებზე. „ჩელსის“ პრემიერლიგის ხუთი ტურის შემდეგ მხოლოდ ორი მოგება აქვს.

ალეგრი, რომელსაც „იუვენტუსთან“ ერთად ხუთჯერ აქვს მოგებული იტალიის ჩემპიონატი, ლემპარდის ყველაზე რეალურ შემცვლელად მოიაზრება. დღეისთვის 53 წლის სპეციალისტი უმუშევარია.