ალეგრიმ შესაძლოა ნიდერლანდების ნაკრები ჩაიბაროს
ალეგრიმ შესაძლოა ნიდერლანდების ნაკრები ჩაიბაროს

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ერთ-ერთი კანდიდატია ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, 53 წლის სპეციალისტს უკვე მიმართეს შესაბამისი წინადადებით. ამასთან, ძირითად კანდიდატად სახელდება „აიაქსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰენკ თენ კატე, თუმცა ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირმა პირველი წინადადება სწორედ ალეგრის გაუკეთა. იტალიელი, თავის მხრივ, არ ჩქარობს პასუხს, რადგან საკლუბო მუშაობაზე სურს კონცენტრირება.

ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა რონალდ კუმანმა, რომელმაც „ბარსელონა“ ჩაიბარა. დროებით, „ნარინჯისფრებს“ დუაიტ ლოდევეიტსი ავარჯიშებს.

ალეგრიმ „იუვენტუსი“ 2019 წელს დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.