ალეგრიმ ინგლისურის სწავლა დაიწყო
ალეგრიმ ინგლისურის სწავლა დაიწყო

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ინგლისურის სწავლა დაიწყო, მაგრამ მუშაობის გაგრძელებას ზაფხულში გეგმავს.

„მე ივნისში დავბრუნდები. როდესაც ტურინელებთან ჩემი გზები გაიყო, მაშინვე გადავწყვიტე, ერთი წელი დამესვენა. ამჟამად ინგლისურს ვსწავლობ. უკვე კარგად ვსაუბრობ, მაგრამ მოსმენილის გაგება ჯერჯერობით ცოტა მიჭირს“. – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს ESPN.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ალეგრის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მოიაზრებდნენ, მაგრამ ლონდონურმა კლუბმა იტალიელის ინგლისურის არცოდნის გამო მის მომსახურეობაზე უარი განაცხადა.