ალეგრიმ ბონუჩი მილანთან არ ათამაშა
ალეგრიმ ბონუჩი მილანთან არ ათამაშა

ლეონარდო ბონუჩი „მილანთან“ შეხვედრაში სათადარიგო სკამზე იჯდა. ბევრისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა და ჩათვალეს, რომ მან ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში არ ისურვა, თუმცა, თავად ფეხბურთელმა ეს ხმები უარყო.

„მეც გაკვირვებული დავრჩი. ვინც იცის ჩემი ხასიათი და მიცნობს, იცის რომ უკან არასდროს ვიხევ. ასეთ მატჩებში მონაწილეობა მიხარია, მაგრამ ზედიზედ ცხრა თამაში ჩავატარე და მწვრთნელის გადასაწყვეტი იყო ჩემი დაყენება. მის განკარგულებაში ხუთი მაღალი დონის ცენტრალური მცველია. სახლში დაბრუნება ვარჩიე, რადგან ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ტურინი ჩემი სახლია,“ – განაცხადა ბონუჩიმ მატჩამდე.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „მილანი“ 2:0 დაამარცხა.