ალეგრი შესაძლოა „მილანში“ დაბრუნდეს
ალეგრი შესაძლოა „მილანში“ დაბრუნდეს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ამ სეზონის შემდეგ, შესაძლოა, „მილანში“ დაბრუნდეს.

„ტუტომერკატოს“ (Tuttomercato) ინფორმაციით, მილანელთა ხელმძღვანელობამ უკვე გამართა მოლაპარაკებები 51 წლის სპეციალისტთან.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ამ სეზონის შემდეგ ალეგრის წასვლის შესახებ. იტალიელმა ტურინული კლუბი ზედიზედ ხუთჯერ გახადა იტალიის ჩემპიონი.

ალეგრი „მილანში“ 2010-14 წლებში მუშაობდა და 2011 წელს გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა.