ალეგრი „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
„მილანის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი „ნაპოლის“ ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.
58 წლის სპეციალისტმა მიიიღო ნეაპოლელთა შეთავაზებული პირობები. უახლოეს დროში ალეგრი ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
უფრო ადრე დაიწერა, რომ ხელშეკრულება ორწლიანი იქნება.
რამდენიმე დღის წინ „ნაპოლიმ“ გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანტონიო კონტეს წასვლის შესახებ.