ალეგრი „მარსელის“ მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება
ალეგრი „მარსელის“ მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება

იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ალეგრი „მარსელის“ მწვრთნელობის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად მოიაზრება, – იუწყება Le10Sport.

გამოცემის ინფორმაციით, 53 წლის გამოცდილი მწვრთნელით ძალიან არის დაინტერესებული „მარსელის“ სპორტული დირექტორი პაბლო ლონგორია.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონზე „მარსელი“ სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

2 თებერვლის შემდეგ, როცა ანდრე ვილაშ-ბოაში დაითხოვეს, ფრანგული გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე არის დარჩენილი.

ალეგრის სახელი ორ იტალიურ გრანდს – „მილანსა“ და „იუვენტუსს“ უკავშირდება, რომელთა მწვრთნელობის პერიოდში მან არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასიმილიანო ალეგრის ზიდანის შემცვლელადაც მოაზრებენ.