ალეგრი „იუვენტუსს“ მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს #1TVSPORT
ალეგრი „იუვენტუსს“ მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს #1TVSPORT

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონის შედეგის გაუთვალისწინებლად, გუნდს მომავალ წელსაც უხელმძღვანელებს და გადაწყვეტილება არ იქნება დამოკიდებული,  მიაღწევს თუ არა ტურინული გუნდი წარმატებას იტალიის თასზე –  იუწყება Calciomercato.

იტალიის თასი ერთადერთი ტიტულია, რომელიც ტურინულ გრანდს 2021/22 წლების სეზონში შეუძლია მოიპოვოს.

ალეგრის კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2025 წლამდე არის ძალაში. როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა გვამცნობს, ტურინელები ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტას არ გეგმავენ და მწვრთნელს ნდობას ისევ უცხადებენ.

იტალიის თასის ფინალში ალეგრის შეგირდები „ინტერს“ დაუპირისპირდებიან – მატჩი 11 მაისს გაიმართება.