ალეგრი - იუვენტუსმა პირველი ადგილი უნდა დაიკავოს
ალეგრი - იუვენტუსმა პირველი ადგილი უნდა დაიკავოს

ტურინის  „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ „იანგ ბოიზთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტურინულმა გრანდმა პირველი ადგილი უნდა დაიკავოს.

„პირველი ადგილისთვის ვითამაშებთ იმ გუნდთან, რომელიც საკუთარ კედლებში კარგად თამაშობს. ამიტომ, საქმეს ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ კარგად ვიცით ამ თამაშის მნიშვნელობა. „იუვენტუსი“ განვლილ წლებში ჩემპიონთა ლიგაზე ტიტულისთვის მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდა. რუგანი კიელინის ადგილზე ითამაშებს და ბონუჩის შეუწყვილდება. ნახევარდაცვაში ბენტანკური და პიანიჩი იქნებიან, მატუიდი კი დიასვენებს და მოედანზე ალბათ ემრე ჯანი გავა. დუგლას კოშტასა და ბერნარდესკის შეუძლიათ, როგორც ძირითადი შემადგენლობიდან, ისე სკამიდან გააძლიერონ გუნდი, ხოლო შეტევაში რონალდუ ითამაშებს. დანარჩენების შესახებ ჯერჯერობით ვერ მოგახსენებთ. პირველი ადგილი განაღდებული რომ გვქონდეს, კრიშტიანუ დაისვენებდა“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იანგ ბოიზისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა, დღეს თბილისის დროით 00.00 საათზე გაიმართება.