ალეგრი - ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა
ალეგრი - ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

„7 სკუდეტოსა და 4 იტალიის თასის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მოგების დროც დადგა“, – განუცხადა „სქაი სპორტს“ (Sky Sport) იტალიელმა. – „კრიშტიანო რონალდო ნორმალურ ფორმაშია, უდინეშიც კარგად ითამაშა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა. გუნდის სულისკვეთებაც საბრძოლოა. წელს ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. პოგბა? ის „მანჩესტერში“ თამაშობს და არ მსურს მაგ თემაზე საუბარი. მათ მალე ორჯერ დავუპირისპირდებით ჩემპიონთა ლიგაზე“, – განაცხადა ალეგრიმ.