ალეფ სანტოსმა „დილა“ დატოვა და, შესაძლოა, ბათუმის „დინამოში“ გადავიდეს #1TVSPORT
ალეფ სანტოსმა „დილა“ დატოვა და, შესაძლოა, ბათუმის „დინამოში“ გადავიდეს #1TVSPORT

ალეფ სანტოსმა გორის „დილა“ დატოვა – ბრაზილიელ ნახევარმცველზე ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ალეფ სანტოსმა გორის „დილა“ დატოვა. ბრაზილელი ფეხბურთელი კლუბის ღირსებას ხუთი სეზონის მანძილზე იცავდა. ამ პერიოდში სამჯერ შეძლო ეროვნულ ლიგაში საპირზო ადგილების დაკავება და ევროტურნიერებზე თამაში. იგი გახლდათ ჩვენი კლუბის ვიცე-კაპიტანი და გორელი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე. ალეფ სანტოსმა „დილას“ მაისურით, ყველა ტურნირზე, ჯამში 136 მატჩი ჩაატარა ცხრა გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი გააკეთა.

ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მას ჩვენთან გატარებული ყოველი წუთისთვის და ვუსურვებთ დიდ წარმატებებს მომავალ კარიერაში“, – წერია „დილას“ გავრცელებულ ცნობაში.

კლუბს ბრაზილიელი ფეხბურთელიც დაემშვიდობა: „გორის „დილაში“ გატარებული ხუთი სეზნის შემდეგ გემშვიდობებით და მივდივარ ამაყი იმით, რაც ამ პერიოდში ერთად შევქმენით. სიყვარულისთვის მადლობა გორელ გულშემატკივარსა და კლუბში მომუშავე არაჩვეულებრივ პროფესიონალებს. იმ ისტორიის შემდეგ, რაც ერთად გამოვიარეთ, მე სულ სხვა ადამიანი ვარ“.

შესაძლოა, ალეფ სანტოსიმა კარიერა ისევ საქართველოში გააგრძელოს. საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ „დილას“ უკვე ყოფილ ვიცე-კაპიტანს და მის კიდევ ერთ თანაგუნდელს, ვანდერსონ სილვას, ბათუმის „დინამოში“ იწვევენ. სხვათა შორის, ალეფ სანტოსმა ქართული კარიერა 2018 წელს სწორედ ბათუმის „დინამოში“ დაიწყო.