ალჟირში პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს
ალჟირში პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

ალჟირში პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს. ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები მესამე დღეა იმართება.

დემონსტრანტები პრეზიდენტის, აბდელაზიზ ბუტეფლიკას მიერ მეხუთე ვადით თანამდებობის დაკავების სურვილს აპროტესტებენ.

81 წლის პრეზიდენტ ბუტეფლიკა ალჟირს უკვე 20 წელია მართავს. ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნები 18 აპრილსაა დაგეგმილი. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ აბდელაზიზ ბუტეფლიკა ალჟირის პრეზიდენტი აღარ უნდა გახდეს, რადგან პრეზიდენტის ნაცვლად, ქვეყანას მრჩევლები მართავენ.