ალჟირში პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 200-მდე ადამიანი დაშავდა
ალჟირში პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 200-მდე ადამიანი დაშავდა

ალჟირში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე 200-მდე ადამიანი დაშავდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შვეიცარული მედია წერს, რომ ალჟირის 82 წლის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა ამჟამად შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. დემონსტრანტები მის მეხუთე ვადით შესაძლო გაპრეზიდენტებას ეწინააღმდეგებიან.

ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნები აპრილშია დაგეგმილი. აბდელაზიზ ბუტეფლიკა ქვეყანას 1999 წლის შემდეგ მართავს.