ალბონი 2020 წელს „რედ ბულში“ დარჩება
ალბონი 2020 წელს „რედ ბულში“ დარჩება

ავსტრიული საჯინიბო „რედ ბულის“ პილოტი ალექს ალბონი შეინარჩუნებს გუნდში ადგილს 2020 წლის სეზონში, – იტყობინება „ხარების“ პრესსამსახური.

ტაილანდელი პილოტი „რედ ბულში“ მიმდინარე სეზონის მსვლელობისას გადავიდა „ტორო როსოდან“. ამ ტრანსფერის შემდეგ, მან საერთო ჩათვლაში 84 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზე გადავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ორი თვის განმავლობაში, ალბონმა ორჯერ დაამტვრია ბოლიდი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ალბონი „რედ ბულში“, შესაძლოა, ნიკო ჰიულკენბერგმა შეცვალოს.