ალბერტ სელადესი „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელია
ალბერტ სელადესი „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელია

ესპანელი ალბერტ სელადესი „ვალენსიას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ დაწერა კლუბის პრესსამსახურმა. კონტრაქტი 43 წლის სპეციალისტთან ორი წლით არის გაფორმებული. სელადესი ოთხშაბათიდან შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას.

„ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სელადესმა შეცვალა მარსელინო, რომელიც გუშინ დაითხოვეს თანამდებობიდან.

სელადესი ფეხბურთელის ამპლუაში ცნობილია „ბარსელონაში“, „რეალსა“ და ესპანეთის ნაკრებში გამოსვლით. მას ორივე გრანდში თითოჯერ აქვს მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი, ასევე „რეალის“ შემადგენლობაში გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მწვრთნელის რანგში ის მუშაობდა ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებთან, აგრეთვე, ხულენ ლოპეტეგის ასისტენტი იყო ესპანეთის ნაკრებსა და „რეალში“.

სამი ტურის შემდეგ, „ვალენსია“ პრიმერას ცხრილში მეათე ადგილზეა ოთხი ქულით.