ალბერტ რიერა - დავითაშვილი გამორჩეული ფეხბურთელია, მას შეუძლია, ყველა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდეს #1TVSPORT
ალბერტ რიერა - დავითაშვილი გამორჩეული ფეხბურთელია, მას შეუძლია, ყველა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდეს #1TVSPORT

„ბორდოს“ მწვრთნელმა, ალბერტ რიერამ „პარიზთან“ ფრედ დასრულებული (3:3) მატჩის შემდეგ გამოცემა Girondins33-თან ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი გამოარჩია, რომელმაც პარიზელებთან გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

„როცა ბურთს ვაკონტროლებდით, მოწინააღმდეგე რთულ მდგომარეობაში იყო. გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ ყველა ვერ გამოვიყენეთ. მაგალითად, დავითაშვილმა ლივოლანი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მან მომენტით ვერ ისარგებლა, რომ გაეტანა, მატჩის მოგებაც შეგვეძლო.

ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა მოგებისთვის ყველაფერი გაიღეს. დავითაშვილის კარგი თამაში არ მიკვირს. მას აქვს თვისებები, რომლითაც შეუძლია, ყველა მატჩის MVP გახდეს. ის არაორდინალური მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია, თამაშის მიმდინარეობა შეცვალოს.

ჩვენი ფეხბურთელები უნდა ეცადონ, როდესაც ბურთი აქვთ, დავითაშვილს გადააწოდონ და შეტევა მას გააგრძელებინონ. ზურიკოსგან კიდევ უკეთეს თამაშს ველით, ის ამისთვის ბევრს მუშაობს“, – განაცხადა „ბორდოს“ მწვრთნელმა.