ალბასეტეში ინიესტას ქანდაკებას დადგამენ
ალბასეტეში ინიესტას ქანდაკებას დადგამენ

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას ქანდაკებას ქალაქ ალბასეტეში დადგამენ, – იტყობინება „ფუტბოლ ესპანია“ (Football Espana).

უახლოეს პერიოდში გამოცხადდება კონკურსი ფიგურის ესკიზზე. სავარაუდოდ, ძეგლი ქალაქის მთავარ პარკში 2020 წელს გაიხსნება. ინიესტა წარმოშობით ალბასეტეს პროვინციიდანაა.
აღვნიშნავთ, რომ ესპანეთში უკვე არის ინიესტას ქანდაკება – ის 2013 წელს დადგეს ფუენტეალბილიაში – სწორედ იმ პატარა ქალაქში, სადაც ლეგენდარული ფეხბურთელი დაიბადა.