ალბანეთში აქციის მონაწილეებმა პრემიერის რეზიდენციის შტურმით აღება სცადეს
ალბანეთში აქციის მონაწილეებმა პრემიერის რეზიდენციის შტურმით აღება სცადეს

ალბანეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის შტურმით აღება სცადეს. ათასობით მომიტინგემ, რომლებიც ალბანეთის მთავრობის მეთაურის ედი რამას გადადგომას ითხოვდნენ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და შენობაში შეჭრა სცადეს. პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. არიან დაშავებულებიც. მათ შორის, რამდენიმე ჟურნალისტია.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა რამდენჯერმე გამოიყენეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალებიც. საპროტესტო აქციის მონაწილეები ალბანეთის მთავრობას და პრემიერ-მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.