ალბანეთის დედაქალაქში აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და პიროტექნიკა ესროლეს, სამართალდამცველებმა კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს [ვიდეო]

03:12, 20.10.2026

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საპროტესტო აქციები, მეშვიდე დღეა, გრძელდება.

სტუდენტების ხელმძღვანელობით საპროტესტო აქცია ტირანას ცენტრში გაიმართა. დემონსტრანტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას ითხოვენ.

აქცია დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და პიროტექნიკა ესროლეს, სამართალდამცველებმა კი აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მსგავსი