ალბანელთა მთავარი მწვრთნელი ემანუელ ეგბო - მჯეროდა, რომ „დინამოსთან“ 17 წლის წინანდელი განმეორდებოდა
ალბანელთა მთავარი მწვრთნელი ემანუელ ეგბო - მჯეროდა, რომ „დინამოსთან“ 17 წლის წინანდელი განმეორდებოდა

ალბანეთის ჩემპიონი „ტირანას“ მთავარმა მწვრთნელმა, ემანუელ ეგბომ „დინამო თბილისთან“ გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„მეტოქემ ზუსტად ის ფეხბურთი ითამაშა, როგორსაც ველოდი. ვიცოდი, რომ „დინამო“ ფლანგებიდან აგრესიულად თამაშობდა და შევეცადეთ ყურადღებით გვეთამაშა. ცოტა მომენტი გვქონდა, მაგრამ  გამოვიყენეთ. ჩემი ცხოვრებისეული ფილოსოფიიდან გამომდინარე, მჯეროდა, რომ განმეორდებოდა ის, რაც „დინამოსთან“ 17 წლის წინ მოხდა“, – განაცხადა ალბანელთა ნიგერიელმა მთავარმა მწვრთნელმა.

„დინამო“ ალბანურ „ტირანასთან“ დამარცხდა და ევროპის ლიგაზე გადაერთვება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანეთის ჩემპიონი სერბეთის ჩემპიონ „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდება, რომელმაც გიბრალტარის ჩემპიონი „ევროპა“ 5:0 დაამარცხა.