ალან შირერი - თუ სეზონი არ დამთავრდა, „ლივერპული“ ჩემპიონად არ უნდა გამოცხადდეს
ალან შირერი - თუ სეზონი არ დამთავრდა, „ლივერპული“ ჩემპიონად არ უნდა გამოცხადდეს

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფორვარდმა ალან შირერმა განაცხადა, რომ არ შეიძლება „ლივერპული“ გამოცხადდეს ინგლისის ჩემპიონად, თუ პრემიერლიგის 2019-20 წლების სეზონის დასრულება ვერ მოხერხდება. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 4 აპრილამდე ტურნირის შეჩერების შესახებ გამოაცხადა.

„თუ სეზონის დასრულების შესაძლებლობა არ იქნება, არ შეიძლება გამარჯვებულის ან დამარცხებულის გამოცხადება და ეს ნამდვილად ბედის სასტიკი ირონია იქნება „ლივერპულისთვის“. თუმცა, მე არ შემიძლია რაიმე ხერხის მონახვა მათთვის ტიტულის გადასაცემად“, – მოჰყავს „ნიუკასლის“ ყოფილი ფორვარდის სიტყვები „დეილი მეილს“.