ალან შირერი - მეორე ადგილისთვის არც სიტი მემეტება და არც ლივერპული
ალან შირერი - მეორე ადგილისთვის არც სიტი მემეტება და არც ლივერპული

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა პრემიერლიგის წლევანდელი სეზონის თაობაზე საკუთარი აზრი გამოთქვა და განაცხადა, რომ მეორე ადგილისთვის არც მანჩესტერ სიტი ემეტება და არც ლივერპული.

„ორი საუკეთესო გუნდიდან მეორე ადგილისთვის არც ერთი მემეტება, მაგრამ ალბათ ეს მაინც ლივერპული იქნება. სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მერსისაიდელები ფავორიტები იქნებიან. თუმცა, რომც ვერაფერი მოიგონ წელს, მათ სეზონს წარუმატებელს მაინც ვერ დავარქმევ, რადგან ფეხბურთის ის სტანდარტი, რომელიც მათ გვაჩვენეს, აბსოლუტურად ფენომენალური იყო“, – ამბობს შირერი.

ცნობილმა თავდამსხმელმა არც მანჩესტერ სიტის მიმართ დაიშურა საქებარი სიტყვები და განსაკუთრებით ვენსან კომპანის მიერ ლესტერის კარში გატანილი გოლი აღნიშნა.

„ჩემი აზრით, წლევანდელი სეზონის საუკეთესო სამ გოლში  შედის. მეც გამიტანია ამ მანძილიდან რამდენჯერმე და ვიცი, როგორ გაგიელვებს ხოლმე ზოგჯერ თავში აზრი: „რატომ არ შეიძლება, რომ აქედან გავისროლო?“ უმეტეს შემთხვევაში, ეს გოლით არ სრულდება, მაგრამ ზოგჯერ სრულდება და ამ დროს უდიდესი კმაყოფილების გრძნობა გეუფლება“, – აცხადებს შირერი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის წლევანდელი სეზონის ბოლო ტური 12 მაისს გაიმართება. პირველ ადგილზე მყოფი მანჩესტერ სიტი (95 ქულა) სტუმრად ბრაიტონს ეთამაშება, მეორეზე მყოფი ლივერპული კი (94 ქულა) ვულვზს მასპინძლობს.

დატოვე კომენტარი