ალან შირერი 50 წლის გახდა - ლეგენდარული თავდამსხმელის საუკეთესო გოლები (ვიდეო)

ალან შირერი იუბილარია – ინგლისის ნაკრებისა და „ნიუკასლის“ ლეგენდარულ თავდამსხმელს 50 წელი შეუსრულდა.

შირერის კარიერა 1994 წელს, „საუთჰემპტონში“ დაიწყო, თუმცა ამ ფეხბურთელის სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა „ნიუკასლის“ ისტორიას.

ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში კი ალან შირერი საუკეთესო მომბარდირი გახლავთ – 260 გოლი კარიერის განმავლობაში (მეორე ადგილზე უეინ რუნია -208)

შთამბეჭდავია შირერის მონაგარი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაშიც. ეროვნული გუნდში ალანმა 62 მატჩში 30 გოლის გატანა მოახერხა.