ალან პრუდნიკოვი - კვარაცხელიას „რუბინში“ დარჩენა სატრანსფერო ფანჯრის მთავარი ტრაგედიაა #1TVSPORT
ალან პრუდნიკოვი - კვარაცხელიას „რუბინში“ დარჩენა სატრანსფერო ფანჯრის მთავარი ტრაგედიაა #1TVSPORT

საფეხბურთო აგენტმა ალან პრუდნიკოვმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა, რომელიც ყაზანის „რუბინიდან“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ევროპაში ვერ გადავიდა.

„ავიღოთ ხვიჩა. ფანტასტიკური მოთამაშეა. ჩემი აზრით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი ტრაგედია ისაა, რომ ის არსად წასულა. არადა, ისეთია ფეხბურთელია, მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო კლუბების დონეზე უნდა ითამაშოს”, – თქვა პრუდნიკოვმა.

2021 წლის დაწყებიდან მოყოლებული, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინგლისის, გერმანიისა და იტალიის ტოპ-კლუბები კვარაცხელიას მიმართ არსებით ინტერესს ამჟღავნებდნენ. ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ფეხბურთელის ევროპაში გადასვლაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა. მაგრამ საბოლოოდ, ფეხბურთელი „რუბინში“ დარჩა.

ალან პრუდნიკოვი ოლიმპიური ჩემპიონის, ცნობილი მეკარის, ალექსეი პრუდნიკოვის შვილია. მას ქართველი დედა ჰყავს. თავადაც მეკარე იყო, მაგრამ იმდენი ტრავმა მიიღო, კარიერა 23 წლის ასაკში დაასრულა და საფეხბურთო აგენტი გახდა.

ვიკიპედიის ცნობით, ალან პრუდნიკოვი თანამშრომლობდა რუდ გულიტთან, ფრენკ რაიკაარდთან, რონალდ კუმანთან, კო ადრიანსესთან, ასევე ისმაელ ბანგურასთან და ალექსანდრ ზინჩენკოსთან. არის Match TV-ს შოუს „ვის უნდა გახდეს ლეგიონერი?“ ერთ -ერთი ავტორი.

დატოვე კომენტარი