ალაბათი „ჩელსი“ ინტერესდება
ალაბათი „ჩელსი“ ინტერესდება

გერმანული საფეხბურთო კლუბ „ბაიერნის“ ფეხბურთელმა დავიდ ალაბამ კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „სანი“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი 28 წლის ავსტრიელის ტრანსფერს მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად განიხილავს. მიმდინარე სეზონში ალაბამ ყველა ტურნირზე 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთი გოლის გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახეხა.

აღსანიშნავია,რომ „ტრანსფერმარკტი“ მცველს 52 მილიონ ევროდ აფასებს.