ალ-შაჰრანისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა #1TVSPORT
ალ-შაჰრანისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა #1TVSPORT

იასერ ალ-შაჰრანისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულებულია, ასეთი მძიმე გამოდგა საუდის არაბეთის ნაკრების მცველისთვის პირველივე მატჩში მიღებული ტრავმის შედეგები.

იასერ ალ-შაჰრანს ოპერაცია ოთხშაბათს, 23 ნოემბერს ჩაუტარდა. კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთის ნაკრები უდიდესი სენსაციის ავტორი გახდა, როდესაც არგენტინა 2:1 დაამარცხა.

იასერ ალ-შაჰრანი მატჩის ბოლოს მძიმედ დაშავდა, როდესაც ბურთის მოგერიების მცდელობისას თანაგუნდელ მეკარეს, მოჰამედ ალ-ოვეისნ შეეჯახა, შემდეგ კი მიწაზე დაეცა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

„იასირ ალ-შაჰრანს ჩაუტარდა ოპერაცია ერ-რიადში, ეროვნული გვარდიის საავადმყოფოში“, – ნათქვამია საუდის არაბეთის ფედერაციის სოციალურ მედიაში.

შეგახსენებთ, რომ დანაკლისია დანიის ნაკრებშიც – პირველ მატჩში ტუნისთან დაშავდა და მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილს თომას დილეინიც გამოტოვებს.