„ალ-ნასრი“ ალეგრის ოფიციალური წინადადებით მიმართავს #1TVSPORT
„ალ-ნასრი“ ალეგრის ოფიციალური წინადადებით მიმართავს #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრმა“, შესაძლოა, მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი დანიშნოს, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტმა რუდი გალეტიმ.

წყაროს ცნობით, კლუბის შიგნით გრძელდება განხილვები მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე და ერთ-ერთი ძირითადი ვარიანტია „იუვენტუსის“ ამჟამინდელი დამრიგებელი.

„ალ-ნასრი“ ამზადებს იტალიელი სპეციალისტისთვის ოფიციალურ წინადადებას. არაბული კლუბის ამჟამინდელი დამრიგებელია დინკო ელიჩიჩი, რომელმაც სეზონის მსვლელობისას შეცვალა რუდი გარსია.

ალეგრი „იუვენტუსს“ 2021 წლიდან ავარჯიშებს. მისი კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

„ალ-ნასრის“ ლიდერია კრიშტიანო რონალდო, რომელთანაც ალეგრი „იუვენტუსში“ თანამშრომლობდა.