„ალ ჯაზირას“ ცნობით, მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში პალესტინელთა მხარდასაჭერად აქციები გაიმართა
„ალ ჯაზირას“ ცნობით, მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში პალესტინელთა მხარდასაჭერად აქციები გაიმართა

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში პალესტინელთა მხარდასაჭერად მასშტაბური მსვლელობები გაიმართა. მათი ცნობით, ლონდონში და ბრიტანეთის სხვა ქალაქებში პალესტინელთა მხარდასაჭერად ათასობით დემონსტრანტმა მოაწყო მსვლელობა. დემონსტრანტებმა ღაზას სექტორის დაბომბვა გააპროტესტეს და ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვეს.

„ალ ჯაზირას“ ცნობით, აქციები გაიმართა პარიზსა და ბერლინში, სადაც დემონსტრანტები პალესტინის მხარდამჭერი ლოზუნგებით გამოვიდნენ. პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართა ავსტრალიის მსხვილ ქალაქებშიც.

ისრაელმა და მოძრაობა „ჰამასმა“ 20 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  განაცხადეს.