Al Jazeera - აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის სამიზნე მეზეს აეროდრომი გახდა
Al Jazeera - აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის სამიზნე მეზეს აეროდრომი გახდა

აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის იერიშის სამიზნეს სირიაში, მთა კასიუნზე მდებარე აეროდრომი და ანტისარაკეტო ძალების ბაზა გახდა.

ამას გარდა, დარტყმა მიიტანეს დამასკოს ჩრდილოეთით მდებარე ბერზეს სამეცნიერო კვლევით ცენტრებზე.

სირიული მედია ასევე იტყობინება, რომ პროვინცია ჰომსზე განხორციელებული იერიშის დროს სამი ადამიანი დაშავდა.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ გაშვებული რაკეტები, რუსული ანტისარაკეტო სისტემების მოქმედების არეალში არ მოხვედრილან.

„მოკავშირეების მიერ გაშვებული არც ერთი რაკეტა ხმეიმიმსა და ტარტუსში მდებარე, რუსეთის ანტისარაკეტო სისტემების პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაში არ მოხვედრილა” – აცხადებენ რუსეთი თავდაცვის სამინისტროში.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში განმარტეს, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმები გემებიდან და თვითმფრინავებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა.

მოსკოვში ამბობენ, რომ სულ სირიის მიმართულებით 100 რაკეტა გაუშვეს.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.