„ალ-ჰილალმა“ მესის წელიწადში 400 მილიონი შესთავაზა #1TVSPORT
„ალ-ჰილალმა“ მესის წელიწადში 400 მილიონი შესთავაზა #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ჰილალმა“ ოფიციალური წინადადებით მიმართა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, ლიონელ მესის და მას წელიწადში ხელფასის სახით 400 მილიონი ევრო შესთავაზა, – ამის შესახებ „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

თავად არგენტინელი განწყობილია კარიერის ევროპაში გაგრძელებაზე, ამასთან, ფორვარდი არ თანხმდება „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გაგრძელებას, რადგან სურს გარკვეული სპორტული გარანტიები.

რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, „ბარსელონას“, მან უნდა გაარკვიოს სიტუაცია ფინანსურ ფეარ ფლეისთან დაკავშირებით, რათა წინადადებით მიმართოს თავის ყოფილ ფეხბურთელს.