„ალ-ჰილალმა“ კრისენსიო სამერვილი შეიძინა #1TVSPORT
საუდის არაბეთის „ალ-ჰილალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის, კრისენსიო სამერვილის ტრანსფერის შესახებ. 24 წლის ფეხბურთელი საუდის არაბეთის ლიგაში „ვესტ ჰემიდან“ წავიდა და თავის ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ სამერვილის სანაცვლოდ „ალ-ჰილალი“ 70 მილიონ ევროს გადაიხდიდა.
სამერვილი უკვე შეუერთდა „ალ-ჰილალს“ ავსტრიაში მიმდინარე შეკრებაზე.
ნიდერლანდელმა გარემარბმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი გოლი გაიტანა.