„ალ ჰილალმა“ გაბრიელ მარტინელი წარადგინა #1TVSPORT

21:33, 03.09.2026

ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბრიელ მარტინელი ინგლისის მოქმედ ჩემპიონ „არსენალს“ დაემშვიდობა და კარიერას საუდის არაბეთში, კერძოდ კი „ალ ჰილალში“ გააგრძელებს. არაბულმა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერში 70 მილიონი ევრო გადაიხადა და მასთან ხელშეკრულება 2030 წლამდე გააფორმა

აღსანიშნავია, რომ არაბულ კლუბში პრემიერლიგის კიდევ ორი ყოფილი მოთამაშე – ოლე უოტკინსი („ასტონ ვილა“) და კრისენსიო სამერვილი („ვესტ ჰემი“) ირიცხება. ორივე მათგანი გუნდს სწორედ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრისას“ დაემატა.

მარტინელი „არსენალში“ 2019 წლის ივლისში, ბრაზილიური „იტუანოდან“ გადავიდა. 2026 წელს გუნდთან ერთად ის ინგლისის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი