ალ აიკუინტას თქმით, კარიერის ყველაზე მძიმე ბრძოლა ხორხე მასვიდალთან ჰქონდა
ალ აიკუინტას თქმით, კარიერის ყველაზე მძიმე ბრძოლა ხორხე მასვიდალთან ჰქონდა

სერა-ლონგოს წევრმა და მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელმა ალ აიკუინტამ ხორხე მასვიდალზე ისაუბრა და მას ყველაზე რთული მეტოქე უწოდა.

ეს ორი მებრძოლი ერთმანეთს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე 2015 წელს დაუპირისპირდნენ. მსაჯებმა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება იაკუინტას მიანიჭეს.

„სანამ ჩვენი ბრძოლა შედგებოდა, მე ვიცოდი, რომ ეს ადამიანი იოლი დასამარცხებელი ვერ იქნებოდა. მას საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს. ხორხე ხომ ქუჩის ჩხუბებში იღებდა მონაწილეობას. ასე რომ როდესაც, მომეცა შანსი მასთან დაპირისპირების, რა თქმა უნდა მაშინვე დავთანხმდი წინადადებას. საბედნიეროდ, მე ის ბრძოლა მოვიგე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე რთული გამარჯვება. პირველ რაუნდში საკმაოდ ბევრი მომხვდა“, – განაცხადა ალმა BJ Penn-ის ჟურნალისტ ნატაშა ჰუპერთან ინტერვიუს დროს.

იაკუინტამ ხორხე მასვიდალისა და კამარუ უსმანის მომავალ ბრძოლაზეც გააკეთა კომენტარი

„მოუთმენლად ველოდები მათ დაპირისპირებას. ყველას ეგონა, რომ ბენ ასკრენი ხორხეს იოლად დაამარცხებდა, თუმცა შემდგომ რაც მოხდა, ყველამ კარგად ვნახეთ. არ არის გამორიცხული, ანალოგიური სცენარით დასრულდეს უსმანთან დაპირისპირებაც, თუმცა ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება“.